კესარია აბრამიძის ოჯახი ავრცელებს პირველ განცხადებას, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებას შეეხება.

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის ოჯახი ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს და ამბობს, რო. მისი შეურაცხადობის და აფექტის მდგომარეობაში ყოფნის არ სჯერათ.

ოჯახის პოზიცია მათმა ადვოკატმა გააჟღერა. მისი თქმით, კესარიას ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს.

მოკლულის ოჯახის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ბოლომდე იბრძოლებენ.

წყარო: primetime.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here